03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
სკანდალური ფილმის გამო ფოთის 11 სკოლას განათლების სამინისტრო ამოწმებს

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ფოთის სკოლებს ამოწმებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერისთვის" ცნობილი დღეს გახდა. 

არსებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ფოთის 11 საჯარო სკოლაში შევლენ და დირექტორებსა და მასწავლებლებს გაესაუბრებიან. 

განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმ მოსწავლეებსაც შეხვდებიან, რომლებიც სკანდალური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ. 

"ჩვენ ვმოქმედებთ მინისტრის დავალებით," - აცხადებენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ფოთში იმყოფებიან. 

გასული კვირის განმავლობაში სამეგრელოში წინა ხელისუფლების შესახებ მომზადებული სკანდალური ფილმის ჩვენება გაიმართა. არსებული ინფორმაციით, ფილმი ძალადობრივ ფაქტებს შეიცავდა, მათ შორის საუბარია ციხის კადრებზეც. ფილმის სანახავად სკოლებიდან ორგანიზებულად მიჰყავდათ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. 

 

ავტორი:  ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები