სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია ვის მოსდის თავში არ ვიცი - ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელის სტატუსს აღარ მიიღებენ.
პრეზიდენტი ამ ცვლილებას ინკვიზიციურ აქტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი პირდაპირ შეიძლება იქნას აღქმული, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა.
პრეზიდენტი ამბობს ეს ცვლილებები სადამსჯელო და ინკვიზიციური აქტია და ეს შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც მას.
„უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო - ვის ეუბნებიან? ეს შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში შევარდნაძეს, სააკაშვილს, ბუნებრივია მე არ მომსვლია თავში რომ ასეთი შეურაცხყოფა მიმეყენებინა ადამიანებისთვის,რომლებიც ქვეყნის სამსახურში არია,“-ამბობს პრეზიდენტი.
ეს განცხადება პრეზიდენტმა კავკასიის უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც სტუდენტებს ხვდება.