03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
ზუგდიდში კვლავ ხმაურია - აქციას ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების ნათესავები მართავენ

2 საათზე მეტია ზუგდიდის სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მას ქურდულ სამყაროსთან კავშირში ეჭვმიტანილების მშობლები მართავენ. აქციის მონაწილეები სასამართლოზე ცრუ მოწმეების მიყვანას აპროტესტებენ.

დაკავებულთა მშობლები ამბობენ, რომ არც ერთი მათგანი მათი შვილების აყვანის პროცესში ადგილზე არ იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, ისინი ცრუ ჩვენებების მიცემის გამო სამსახურებში დააწინაურეს. დღეს აქციაზე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო 2 ადამიანია დაკავებული. ორივე მათგანი ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.

 

 

 

დღის ამბები