03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
აქცია კანცელარიასთან - მოქალაქეებმა ღარიბაშვილს ლეიბი და სავარძელი მიუტანეს [ფოტო]

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ხმაურიანი აქცია გაიმართა.

კანცელარიასთან მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლეიბი და სავარძელი მიუტანეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ბოლო შენაძენი გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებს სურდათ, ლეიბი კანცელარიაში მე-8 სართულზე, პრემიერ-მინისტრის მოსაცდელში აეტანათ. თუმცა, მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა. 

აქციას მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზაცია ”დროა” და ”პატრიოტთა ალიანსი” მართავდნენ. 

 

ავტორი:  თათია ხორბალაძე

 

 

 

დღის ამბები