03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები აღმოაჩნიეს

თბილისის ერთ-ერთ ბაღში აღმოჩენილია მოხმარებისთვის უვარგისი ხორცი. შემოწმება დედაქალაქის მერიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ერთად ჩაატარეს.  

პროდუქტი უკვე ამოღებულია და გადაგზავნილია ლაბორატორიაში შესასწავლად.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მასალები რეაგირებისთვის გადაეგზავნებათ სამართალდამცველ ორგანოებს.

განცხადება აღმოჩენილი უვარგისი პროდუქტის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა გააკეთეს.

ოთარ დანელიას განმარტებით, თბილისსა და რეგიონებში ბაღების და სკოლების ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დარღვევაა აღმოჩენილი. საბოლოო დასკვნას მიღების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები