ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შედეგები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეაჯამა, რომელიც დედაქალაქში გვიან ღამით დაბრუნდა. ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი წარადგინა.
სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთის აგრესიული ქმედებები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.
„ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ საქართველო წინ მიდის და ძალიან წარმატებით ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც არის გათვალისწინებული სამოქმედო გეგმით,“- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.