19 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადებას სომხეთის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრებიან

ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადებას სომხეთის პრეზიდენტი, ბალტიისპირეთის პარლამენტის თავმჯდომარეები, ისრაელისა და საუდის არაბეთის დელეგაციები დაესწრებიან.

ამის შესახებ არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ცერემონიაზე დასწრების დადასტურება ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მიიღო. ჟვანია სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

„სტუმრებს დაადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის რაც ვიცით, რომ სომხეთის პრეზიდენტი ნამდვილად ჩამოდის,  ბალტიის ქვეყნების სეიმების პარლამენტის თავმჯდომარეები ჩამოდიან, ისრაელიდან იქნება წარმომადგენლობითი დელეგაცია, საუდის არაბეთიდან, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება აზერბაიჯანიდან-ნამდვილად დადასტურებულია“-ამბობს ჟვანია.

როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვია, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

დღის ამბები