თელავში ბატონის ციხის ტერიტორიაზე ინაუგურაციის სამზადისი თითქმის დასრულებულია.
უკვე მზად არის სცენა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს დადებს. დღის მეორე ნახევარში დასრულდება ტრიბუნების მონტაჟიც.
ინაუგურაციის რეპეტიციისას სოფელ კურდღელაურში შვიდივე ქვემეხი კიდევ ერთხელ გაისვრის.
მხატვარი თამარ ფოცხიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი დეტალებშია გათვლილი და ინაუგურაციაზე მთავარი წამყვანი ფერი სასახლიდან გამომდინარე, იქნება ხისფერი და ქვისფერი.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ინაუგურაციისთვის სპეციალური ბიუჯეტი არ გამოყოფილა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან.
მერი ასევე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვას. შოთა ნარეკლიშვილი განმარტავს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოპოზიციას აქციისთვის ალტერნატიული ფართი შეთავაზეს.
ინაუგურაციას 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ჯარისკაცები.
ფიცის დადება, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება და სამხედრო ზალპებით დასრულდება.