ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია სალომე ზურაბიშვილის გარეშე - პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც ხვალ საზეიმო ფიცი უნდა დადოს, გენერალურ რეპეტიციაზე არ ჩასულა.
კურიერის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საჩხერეში მთავრობოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. თუმცა, უცნობია, დღის ბოლომდე შეძლებს თუ არა ის თელავში ჩასვლას, რადგან კიდევ ერთხელ ჩატარდეს გენერალური რეპეტიცია.
ბატონის ციხის ტერიტორიაზე იმყოფებიან ინაუგურაციის სხვა მონაწილეები, მათ შორის, მომღერლები, რომლებიც ხვალ საქართველოს ჰიმნს და მრავალჟამიერს შესრულებენ.
ინაუგურაციას 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ჯარისკაცები. ფიცის დადება დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება და სამხედრო ზალპებით დასრულდება.
საქართველოს მოქალაქეები კი ბოლო არჩეული პრეზიდენტის მიერ საზეიმო ფიცის დადებას თვალყურს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიადევნებენ.
კურიერის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ამ წუთებში წინანდლის რეზიდენციაში იმყოფება.