პარლამენტში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გახსნა.
შეხვედრას საქართველო ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში მართავს.
ფორუმი საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას საგანგებოდ ამ კონფერენციისთვის ჩამოსული უცხოელი სტუმრები იღებენ.