საახალწლო საჩუქრები მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის - ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში 100-მდე ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმაც მიიღეს. რამდენიმე ბავშვს კი უცხოეთში კვლევები დაუფინანსდებათ, ბავშვების ნაწილს მათთვის აუცილებელი მედიკამენტებიც გადაეცათ.
„ჩვენ ყოველ წელს ორჯერ მოვდივართ ზუგდიდში - აღდგომაზე და საახალწლო პერიოდში. ჩვენ არ ვუყურებთ, არჩევნებია თუ არ არის არჩევნები. ჩვენ ვურიგებთ სოციალურად დაუცველ ფენას, მარტოხელა ადამიანებს და ასევე, მრავალშვილიან ოჯახებს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.