19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა რესტორან "წისქვილში" - "კურიერმა" ხმაურიანი საქმის მასალები მოიპოვა

რესტორან წისქვილში ორი ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა და ერთმა ყოფილმა პატიმარმა ერთმანეთი დაასისხლიანეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების 2 მაღალჩინოსანი - თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი ალადაშვილი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ზვიად მიხანაშვილი რესტორან წისქვილში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ყოფილი პატიმარი, გიორგი ყანჩაველი, შეხვდათ. მაღალჩინოსნებს ყანჩაველის მზერა არ მოეწონათ, რასაც საქმის გარჩევა მოჰყვა.

კურიერმა მოიპოვა ხმაურიანი საქმის მასალები, ჩვენებაში მაღალჩინოსანი ჭაბუა გუშარაშვილი თავად ყვება, რატომ გამოიყენა სამსახურეობრივი იარაღი ყოფილი პატიმრის დასაშინებლად.

ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის ორი მაღალჩინოსანი უკვე დაჭრილი იყო, როდესაც დარბაზში პენიტენციური დაწესებულების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი შევიდა. მათი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ყოფილმა პატიმარმა ისიც დაჭრა. ყანჩაველს კი მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღდეგ ჩხუბში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოცმეთაური, ემზარ ზურაბიშვილი, ეხმარებოდა, რომელმაც ციხეებზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსებს ჭიქები და დოქი ჩაარტყა.

რესტორნის სერვის-მენეჯერი, რომელიც ჩხუბის თვითმხილველია, ყვება, რომ დარბაზში შესულმა ნახა, სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსანი ცეცხლსასროლ იარაღს ყანჩაველს როგორ უმიზნებდა.

სერვის-მენეჯერი დეტალურად იხსენებს მომხდარს და გამოძიებას უყვება, როგორ დატოვეს დაჭრილებმა კერძო ავტომობილით რესტორნის ტერიტორია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიების ნეიტრალურ მოწმეს ძველი თბილისის პოლიციაში გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს.

საქმის კიდევ ერთი მოწმე გიორგი ყანჩაველის დედა, მანონი ტყეშელაშვილია, რომელიც ინციდენტის დაწყების წუთიდან რესტორანში იყო. მანონი ტყეშელაშვილი იხსენებს, რომ მაღალჩინოსნების სუფრიდან ერთ-ერთი გიორგი ყანჩაველს იარაღს უმიზნებდა და შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა. როგორც ყანჩაველის დედა გამოძიებას უყვება, ჩხუბის მიზეზი მისი შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა.

სისხლიანი გარჩევა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და ყოფილ პატიმარს შორის ორივე მხარემ დამალა. პოლიცია არ გამოუძიებია არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს და არც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოცმეთაურს.

უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გადადგეს, ორმა კი თანამდებობა უკვე დატოვა.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები