თელავი დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ხდება - 7 საათში ერეკლე მეორეს სასახლეში თვისი საპრეზიდენტო ფიცი სალომე ზურაბიშვილმა უნდა დადოს. 40 წუთიან ცერემონიას მმართველი გუნდის წევრები, სამხედროები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პარალელურად მასშტაბური აქციისთვის ემზადება ოპოზიცია. ისინი ერეკლეს სასახლესთან ახლოს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მოსყიდვებით და ძალადობით ჩატარებულ არჩევნებს გააპროტესტებს.
საქართველოს პრეზიდენტების ინაუგურაციის ისტორიაში გუშინდელი დღე უპრეცედენტო იყო - სალომე ზურაბიშვილმა, ღონისძიებების პირველი ეტაპი, ჟურნალისტებისგან მალულად დაიწყო. გუშინ ის გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. ასევე საიდუმლოდ მივიდა ის მთაწმინდის პანთეონშიც. კადრები, სალომე ზურაბიშვილის პრეს სამსახურმა გაასაჯაროვა.