19 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან თელავის აქციისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან

თელავში აქციას, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაიმართება, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან შეურთდებიან.

ამ წუთებში კახეთის გზატკეცილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი კოლონა დაიძრა. იქ იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

თელავი დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ხდება, 7 საათში ერეკლე მეორეს სასახლეში თავისი საპრეზიდენტო ფიცი სალომე ზურაბიშვილმა უნდა დადოს.

45-წუთიან ცერემონიას მმართველი გუნდის წევრები, სამხედროები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში დღის 3 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. ბატონის სასახლეში ჯერ გიორგი მარგველშვილი შემოვა, შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტიც სწორედ ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დაიფიცებს. სწორედ ამ ცერემონიის შემდეგ შევა ძალაში, საქართველოს ახალი კონსტიტუცია.

საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები ჩააბარებენ პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს.


დღის ამბები