
This is a modal window.
დაძაბული ვითარებაა სოფელ ველისციხის ტერიტორიაზე. სამართალდამცველებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები ცდილობენ, თელავში გადაადგილდნენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი მობილიზებაა. ოპოზიციის მხარდამჭერები გზიდან საპატრულო პოლიციის მანქანის გაყვანას ცდილობენ.
„დღეს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია, მოქალაქეები აღშფოთებულები არიან. ხალხი ცდილობს ფეხით მშვიდობიანად ჩავიდეს და პროტესტი გამოხატოს. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, თელავშიც დაიწყეს, მგონი აქციის ჩატარება ჩვენა მომხრეებმა, მემგონი ამ აქციის შეერთება მოხდება,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, პაატა დავითაიამ.