03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
113-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები ქიმიურ მოწამვლას გადაურჩნენ

113-ე საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. სკოლაში რამდენიმე საათის განმავლობაში ქიმიური ნარჩენების სპეციფიკური სუნი იდგა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ მოწამლულა. 

არსებული ინფორმაციით, სკოლაში სუნი დიდი ოდენობით არასათანადო პირობებში შენახული ქიმიური საშუალებების გამო დადგა, თუმცა ვითარების სტაბილიზაცია სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დროულად შეძლეს. 

სკოლიდან ქიმიური საშუალებები ამ დროისთვის უკვე გატანილია. 

მაშველების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფორმაციას, რომ სკოლაში სუნი იდგა, კატეგორიულად უარყოფს 113-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლია გაბინაშვილი. 

ის აცხადებს, რომ სკოლაში სუნი არ ყოფილა და სამაშველო სამსახური ტერიტორიის დასუფთავების მიზნით თავად გამოიძახა. 

 

 

 

დღის ამბები