03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
სკანდალურ ფილმს სამეგრელოს შემდეგ თბილისში, ქუჩაში აჩვენებენ

სკანდალურ ფილმის ჩვენება, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის შესახებ არის მომზადებული, ამ წუთებში თბილისის პარლამენტის შენობასთან საჯაროდ მიმდინარეობს. 

ეს ის ფილმია, რომელიც სამეგრელოში მოსწავლეებს აჩვენეს. 

სკანდალურ ფილმს თბილისში მცირეწლოვანი ბავშვებიც უყურებენ. 

ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" ჩვენებას მოქალაქეები ესწრებიან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. 

ფილმის ჩვენება ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მიერ არის ორგანიზებული. 

 

 

 

დღის ამბები