""არა სალომეს!"" - ამ ლოზუნგით საქართველოს მსგავსად აქციები გაიმართა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ქართველმა ემიგრანტებმა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება და მისი ინაუგურაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. საკუთარი დამოკიდებულება ქართველმა ემიგრანტების ნაწილმა საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიასა და თურქეთში დააფიქსირეს.
მათ სოციალურ ქსელში რამდენიმე პერსონალური მიმართვაც გაავრცელეს.
ემიგრანტები გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს იზიარებენ და არჩევნების შედეგებს უკანონოს და გაყალბებულს უწოდებენ.