19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები წინანდლის "რედისონში" გამართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღამით წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" დარჩა. 

ამის შესახებ "კურიერს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. დილით სალომე ზურაბიშვილს ორმხრივი შეხვედრები, საქართველოში ინაუგურაციისთვის ჩამოსული დელეგაციების წევრების ნაწილთან ჰქონდა. 

მედიისთვის ყველა შეხვედრა გასაიდუმლოებული იყო. ზურაბიშვილმა კახეთი უკვე დატოვა.

ამ დრომდე უცნობია, სად შეუდგება დღეს მუშაობას პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილი. მედიასთან ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ისევ არ კონტაქტობს. 

დღის ამბები