19 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
საიდუმლო შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში - მარნეულის ყოფილი მერი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ​ 

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, მარნეულის ყოფილი მერი, რომელიც ღირსების შემლახველ და დამამცირებელ მოპყრობაშია ბრალდებული, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს.

ციხიდან გირაოთი გათავისუფლებული მარნეულის ყოფილი მერი თეიმურაზ აბაზოვი „ქართული ოცნების“ ოფისში საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც „კურიერმა“ გაარკვია, თემურ აბაზოვს პირადად პარტიის თავმჯდომარე შეხვდა და ამ გასაიდუმლოებულ აუდიენციას პრემიერმინისტრიც ესწრებოდა.

ოფისიდან გამოსული პარტიის წევრები აბაზოვის ვიზიტს არ ადასტურებენ. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრა კახა კალაძესთან იყო.

„არ ვიცი, არ მინახავს ოფისში.  ჩვენ ქალაქის მერთან ერთად გვქონდა სამუშაო შეხვედრა“-ამბობს გიორგი ტყემალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ აკონკრეტებენ, განიხილება თუ არა აბაზოვის პოლიტიკაში დაბრუნება. ეკა ბესელია ამბობს, რომ აბაზოვს თუ პოლიტიკური აქტიურობის სურვილი აქვს, ამას ვერავინ აუკრძალავს.

„არ ვიცი ამ საქმის სამართლებრივი დეტალები, მაგრამ თუ მას პოლიტიკური აქტიურობა სურს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ამას ვერავინ აუკრძალავს. ამ ადამიანთან დაკავშირებით არ მქონია არანაირი საუბარი , არც ის დეტალები ვიცი რაც მის საქმეშია“-ამბობს ეკა ბესელია.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ თეიმურაზ აბაზოვს ადამიანური ტრაგედია შეემთხვა. გია ვოლსკის თქმით, მისი მოქმედებები სამართლებრივ ნორმებს ცდებოდა.

„არ მგონია, რომ თემა პარტიულ ჭრილში უნდა იქნას განხილული, მაგრამ ვფიქრობ, დანაშაული და დარღვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ არ შეეფერება იმ ხელწერას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია“- ამბობს გია ვოლსკი.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები