სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მივიდა. ორბელიანის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილი ფეხით მივიდა.
მას ადგილზე ადმინისტრაციის მომავალი უფროსი ლაშა ჟვანია და მომავალი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დახვდა.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციას დაათვალიერებს. ის სამუშაო კაბინეტს და სარემონტო სამუშაოებსაც მოინახულებს.
სავარაუდოდ პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე მედიასთან სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა.
ამ დრომდე უცნობია პრეზიდენტის გუნდის შემადგენლობას. გუშინ ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ადმინისტრაციას სალომე ზურაბიშვილი კვირის ბოლომდე დაასახელებს.