03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
მეწყერსაშიში სოფელი, რომელიც უამინდობის დროს გარესამყაროს წყდება

5-შვილიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი სოფელ ვეძათხევში მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. ინაშვილები წლებია, დახმარებას ითხოვენ.

დევნილთა სამინისტროში ინაშვილების ოჯახს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. ამის მიზეზად სამინისტრომ ოჯახის უფროსი შვილის საკუთრება, - დუშეთში ერთოთახიანი ბინა დაასახელა.

ანალოგირ მდგომარეობაშია კიდევ ერთი ოჯახი. ზვიადაურების სახლიც დანგრევის პირასაა.

სოფელში მეწყერის გარდა, კიდევ ერთი მთავარი პრობლემა დაზიანებული გზაა. რთული 3-კილომეტრიანი მონაკვეთის მანქანით გავლა ზამთარსა და წვიმიან პერიოდში შეუძლებელია.
სოფელში ვერ მიდის ვერც სასწრაფო დახმარება, რის გამოც, ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ვეძათხევის მოსახლეობის პრობლემებს იცნობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო ალტერნატიულ ფართში ყველა ოჯახის პირველ ეტაპზე გადაყვანა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები