აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს.
რიჟვაძე დაახლოებით ერთი კვირის წინ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ პირადად იძიებდა შურს ყველაზე ვინც გაბედავდა აჭარელი ხალხის შეურაცხყოფას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტავს, რომ ქართული ხელისუფლების ბრძოლის მეთოდები არის პოლიტიკური და ამ მეთოდებით ყველა უღირს ადამიანს გაეცემა პასუხი.
"ჩვენი ბრძოლის მეთოდები არის, რა თქმა უნდა, ყოველთვის პოლიტიკური განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისა. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ადამიანისათვის ღირსება არის უმთავრესი და შესაბამისად, სწორედ ამ პოლიტიკური მეთოდებით ყველა ასეთ უღირს ადამიანს გავცემთ პასუხს,"-ამბობს თორნიკე რიჟვაძე.