03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ქრთამის აღებაზე დაკავებული თბილისის მთავრობის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი

ვაკის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ერთ-ერთ მოქალაქეს დასაქმებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, 3000 ევრო გამოართვა.

მომხდარზე განარტება უკვე გააკეთა დავით ნარმანიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ცაავა თანამდებობაზე კონკურსის წესით დაინიშნა.

დავით ნარმანიას დღეს არ უთქვმას, რომ კონკურსში გამარჯვებული ცაავა, ეროვნული ფორუმის სიით, პარლამენტში იყო წარდგენილი. ის გასულ წლებში ამავე პარტიის ვაკის ოფისს ხელმძღვანელობდა.

ვაკის გამგებლის მოადგილის დაკავებაზე კომენტარები საკრებულოს ოპოზიციაშიც გაკეთდა. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში თბილისის მერი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.

მამუკა ცაავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლით აღიძრა, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით სასჯელს ითვალისწინებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები