03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
21 მარტის აქციის პარალელურად, თბილისში კონტრაქციები გაიმართება

ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობა საპროტესტო მსვლელობით გააფრთხილა და ხელისულებას ზუგდიდიდან მოუწოდა, 21 მარტის აქციის ჩატარებაში ხელი არ შეუშალოს.

უმცირესობამ მთავრობას რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მომხდარი დარბევის ფაქტები შეახსენა და ძალოვანი უწყებებისგან წესრიგის დაცვა მოითხოვა.

გამაფრთხილებელ აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას სავალუტო კრიზისისა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გამო გადადგომა ურჩია.

უმცირესობის წევრებმა დღის ბოლოს შსს-გან 21 მარტის გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 

ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებმა ძალოვან უწყებაში შეხვედრა თბილისის საპატრულო პოლიციისა და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსებთან გამართეს.

ნაციონალური მოძრაობის აქციაზე განცხადება მთავრობის ადმინიტრაციაში გააკეთა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი პირობას დებენ, რომ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იქნება. ძალოვანი უწყება რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების სქემას ხვალ გამოაქვეყნებს.

მთავრობის დანაპირების არ სჯერა უმცირესობას. ოპოზიცია ძალოვან სტრუქტურებს მხარდამჭერებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არასწორ ინფორმაციას საგანგებოდ ავრცელებს.

 

 

აინო სამყვტორები : ნურაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ეკო მაღრაძე, რამაზ უთრუგაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები