19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
კირკიტაძის დაკავება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება - გაერთიანებული ოპოზიცია მესამე სექტორს შეხვდა

დავით კირკიტაძის დაკავება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება - ამ საკითხებზე გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საია-ს ოფისში შეხვედრა გამართეს.

პოლიტიკოსებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს მიმდინარე პროცესების მონიტორინგი სთხოვეს. აქცენტი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ ანგარიშსწორებაზე გაკეთდა. მედიისთვის დახურული შეხვედრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

„ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის ჩარჩოს მიღმა გასვლას. ასევე საუბარი ეხებოდა ორი დღის წინ ველისციხეში განვითარებული მოვლენებს ასევე  ჩვენი რეგიონალური ლიდერის დაკავებას. შევთანხმდით თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ,“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები