19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - ზალკალიანი

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მეორე დღის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იქნება - საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე მსჯელობა პარლამენტში კვლავ დილიდან განახლდება. განხილვაში დიპლომატებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან კანონმდებლებიც.

საუბარი იქნება დეოკუპაციასა და დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უწყება მუშაობს, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ქვეყნებში დასაქმება შეძლონ.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ,“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ახალგაზრდებს უფლება ექნებათ დასაქმების მიზნით, საფრანგეთში დროებითი ბინადრობის უფლება მიიღონ.

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა გუშინ დაიწყო და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები