03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
გაიზრდება თუ არა რუსეთის მიმართულებით ფრენების რაოდენობა - შეთანხმება აეროფლოტთან

ქართულმა მხარემ შესაძლოა რუსულ აეროფლოტთან მოსკოვის მიმართულებით ფრენების რაოდენობის გაზრდაზე გააფორმოს ხელშეკრულება.

საუბარია, რომ კომპანია, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 6 რეისს შეასრულებს.

მომავალ კვირაში თბილისში აეროფლოტის წარმომდგენლებს ელოდებიან.

გავრცელებული ინფრორმაციით, შეთანხმება მოსკოვის მიმართულებით სიხშირის გაზრდაზე უკვე მიღწეულია და მხარეები 21 –21-ზე პრინციპს დათანხმდნენ.

კომპანია "აირზენაში" შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე და ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს საჰარეო სივრცის ხელში ჩაგდების გეგმაზე ლაპარაკობენ.

სიხშირის შესახებ გადაწყვეტილებას არ ადასტურებს საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელი.

აეროფლოტის საქართველოს საავიაციო ბაზრიდან გაძევებას ითხოვს ოპოზიცია. ნაცინალური მოძრაოაბაში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს არღვევს.

რუსული მხარის მოთხოვნით, საქართველოში ყოველდღიური რეისები 12–მა რუსულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული და რუსული კომპანიები მომხარებელს ბილეთებზე ერთსა და იმავე საფასურს სთავაზობენ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთ პირობებში სხვა კომპანიები კონკურენციას ვეღარ გაუწევენ და საერთაშორისო ფრენებს ქართულ საჰაერო სივრცეში მთლიანად რუსული კომპანიები ჩაანაცვლებენ, ანუ რეისები მოსკოვის ან პეტერბურგის გავლით შესრულდება.

ავტორები: ნატა მახვილაძე, გოგიტა მაღლაკელიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები