03 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე ვოლას რუნი თბილისში პირველ კონცერტს გამართავს

მსოფლიოში აღიარებული მესაყვირე ვოლას რუნი თბილისში პირველ კონცერტს გამართავს.
ვარსკვლავი ამჯერად ცნობილი მუსიკოსებით დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობს.

მსოფლიოში აღიარებული, არაერთი ვარსკვლავის სასცენო პარტნიორი მოგზაურობას საქართველოში აგრძელებს. ვოლას რუნი ჯაზსერიების მეორე სტუმარია. 

ჯაზის, ფანკის და ფიუჟენის აღიარებული ოსტატი საქართველოში პირველად მოხვდა. მისი დახმარებით, ბექა გოჩიაშვილმა "ჰერიო ბიჭებოს" სრულიად განსხვავებული ინგლისურენოვანი ვერსია ჩაწერა.

ვოლას რუნი საქართველოში 4-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ვარსკვლავურ შემადგენლობაში ამჯერად ლენი ვაითიც მოხვდა.

ლენი ვაითთან ერთად ვოლას რუნის ქართველი პუბლიკის წინაშე ბასტერ ვილიამსთან, ბენ სოლომონთან და ვიქტორ გულდთან ერთად წარდგება.

ჯაზსერიების მეორე ვარსკვლავურ კონცერტს „ივენთ ჰოლი” ხვალ საღამოს უმასპინძლებს.

ავტორები: სალომე ბენაშვილი, დათო მაისურაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები