საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში დამატებითი ზომების გატარებაა საჭირო, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ პროგრესი არის, თუმცა ისევ პრობლემად რჩება თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი. ევროკომისია იმის შესახებაც მიუთითებს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან, რომლებიც ისევ ჩართულნი არიან მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულში. ამის ფაქტები კი ხშირია.
"საერთო ჯამში საქართველოს აქვს კარგი მაჩვენებელი ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების კუთხით, თუმცა მაღალი დონის კორუფცია და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ჩართულობა კვლავ რჩება სფეროდ, რომელიც მოითხოვს გაუმჯობესებას"-წერია ანგარიშში.