გურჯაანში, იქ სადაც ცოტა ხანში ოპოზიციის აქცია უნდა დაიწყოს, პოლიცია უკვე მობილიზებულია.
შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აღკვეთილი იქნება კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.
უწყების ინფორმაციით, გურჯაანში გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება, სატრანსპორტო მოძრაობა კი აქციის დასრულების შემდეგ აღდგება.
შსს მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.