03 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი და პოლციის განსაკუთრებული მობილიზება - სასამართლოსთან აქცია დაიწყო

გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძის პროცესი უნდა დაიწყოს, პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული.

სასამართლოსთან იკრიბებიან ოპოზიციის მხარდამჭერები. დავით კირკიტაძის მხარდასაჭერი აქცია უკვე მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები სასამართლოსთან ყვავილებით მივიდნენ, რომელიც ქალი სამართალდამცველებისთვის არის განკუთვნილი.

სასამართლომ, დღეს პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილოს, რომელიც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 

დღის ამბები