19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

კირკიტაძეს 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად აქციაზე დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდა.

 

დღის ამბები