19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ სასამართლოსთან ვითანამშრომლო - დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიწყო

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობაზე იმსჯელებს, რომელიც ოპოზიციის ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს. 

სხდომის დაწყებისთანავე დავით კირკიტაძემ მოკლე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის  შსს-ს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზადაა სასამართლოსთან ითანამშრომლოს, რადგან მისი თქმით, შსს ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა.

სასამართლო პროცესს ესწრებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. დილიდან გურჯაანის სასამართლოსთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, ასევე იმართება კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია. 

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელი არ არის და ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. ადვოკატი კი ამბობს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნაა საერთოდ არ იქნას გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

„ჩვენი მოთხოვნაა არცერთი აღკვეთის ღონისძიების სახე არ იქნას შერჩეული. ასევე ალტერნატივის სახით დავაყენებთ, ნაკლებადმკაცრ აღკვეთის ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტის 27 დეპუტატი თავდებად უდგება ბატონ დავითს, ასევე შეიძლება ალტერნატივის სახით განიხილოს ნებისმიერი არააღკვეთის ღონისძიება“-ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

დღის ამბები