19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს არ უშვებდნენ

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს არ უშვებდნენ.

დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, სამართალდამცველები შს მინისტრის ბრძანებით, არ აძლევდნენ უფლებას დავით კირკიტაძის ძმას და თავდებში მდგომ დეპუტატებს პროცესს დასწრებოდნენ.

პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, თინა ბოკუჩავამ დარბაზში შესვლა შეძლო.

„ნახეთ როგორი ჯიკაობა მომიწია იმისთვის, რომ შემოვსულიყავი სასამართლო დარბაზში. გახარიამ სუს-ელები სამოქალაქო ტანსაცმლით შემოუშვა გამოავსო დარბაზი მათით იმისთვის, რომ ოჯახის წევრებსაც კი და დეპუტატებს, რომლებიც თავდებში ვართ ჩამდგარი დათო კირკიტაძეს არ ჰქონოდა სასამართლო დარბაზში შემოსვლის საშუალება,“-ამბობს ბოკუჩავა.

დღის ამბები