საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს დღეს დაასახელებს. არასამთავრობო სექტორმა სალომე ზურაბიშვილს გუშინ გამართული შეხვედრისას, 4 კანდიდატი შესთავაზა, პრეზიდენტი კი ცესკოს სამ მათგან შესთავაზებს.
დასახელებულ კანდიდატებს შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.
ბოჟაძე საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მათ შორის ყურადღებას ამახვილებს, „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, როგორც აყალბებენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კომისიის წევრები არჩევნებს.
ბოჟაძე ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენას და პროკურატურისგან ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.
„რა თქმა უნდა აღარაფერს ვსაუბრობ იმ კადრებზე, რომელიც გავრცელდა "რუსთავი2"-ის მეშვეობით და ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს კადრების ავთენტურობა და მკაცრად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში ჩანდნენ. იმიტომ, რომ არ შეიძლება საარჩევნო მოხელეს, რომელსაც აცვია შესაბამისი ფორმა, ხელი აქვს მოწერილი საარჩევნო კომისიის ეთიკის კოდექსზე, იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თავისი ხელით აყალბებდეს და არღვევდეს კანონს,“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ პრობლემებია კომისიის წევრების კვალიფიკაციის კუთხითაც. მისი თქმით, საჭიროა ტრენინგები და კომისიის სერტიფიცირებული წევრები.