19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის გიორგი ჯავახიშვილი აღარ იქნება

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი აღარ იქნება. არსებული ინფორმაციით, გიორგი ჯავახიშვილმა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

პრეზიდენტმა ცესკოს სამი კანდიდატი დღეს უნდა წარადგინოს. გუშინდელ შეხვედრაზე ზურაბიშვილს 4 კანდიდატი, მათ შორის გიორგი ჯავახიშვილი შესთავაზეს. პრეზიდენტი ცესკოს 3 კანდიდატს წარუდგენს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით ერთ-ერთი მათგანი შეირჩევა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან წარდგენილ იყვნენ: გიორგი ჯავახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

თავად სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. 

დღის ამბები