19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
"აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ" - გახარია დეპუტატებს მიმართავს

საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრის მოხსენება დაიწყო. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა ის მზად არის, წარადგინოს მოკლე ანგარიში თუ რა გაკეთდა 2018 წელს.

მინისტრის თქმით, მას სურს, რომ დისკუსია იყოს საქმიანი. გახარიამ მოუწოდა დეპუტატებს, მისი საკანონდებლო ორგანოში მისვლა არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნით.

„ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვების და ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც  ფსევდოინტელექტუალური ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი,"- მიმართა შს მინისტრმა დეპუტატებს. 

დღის ამბები