19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
"არ არის კარგი, როდესაც პრეზიდენტი არ არის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე" - ლაშა ტუღუში ამბასადორიალზე 

"ელჩების კონფერენცია 2018-ის" ფარგლებში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდებიან. დაახლოებით, 5-მდე ორგანიზაცია საერთაშორისო გამოწვევებზე მსჯელობს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კონფერენციაზე პრეზიდენტის არდასწრების ფაქტს გამოეხმაურნენ. მათ სალომე ზურაბიშვილის დემარში უარყოფითად შეაფასეს.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დასწრებოდა დიპლომატების მთავარ კონფერენცია, უცნაური უწოდა.

„მე ვფიქრობ, არ არის კარგი, როდესაც პრეზიდენტი არ არის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მით უმეტეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს გამოცდილება საგარეო ურთიერთობებში მუშაობის, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო ცნობილი ფრანგი დიპლომატი. მისი შეხედულებების და მოსაზრებების მოსმენა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რასაც გვაძლევს კონსტიტუცია, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საგარეო ურთიერთობები და პოლიტიკა ერთ-ერთი მთავრი და ძირითადი აქტიურობის სფეროა ახლანდელი პრეზიდენტის. ამიტომ თავიდანვე ასე დაწყება, რბილად რომ ვთქვა, უცნაურად გამოიყურება,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები