19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სახელმწიფომ ტაქსის ფასების ზრდა არ უნდა უკარნახოს - გიგი წერეთელი თბილისის მერს აკრიტიკებს

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ტაქსის მომსახურების ფასების ზრდის დაანონსებას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი კახა კალაძეს მოუწოდებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი გაიხსენოს.

გიგი წერეთლის თქმით, ტაქსების მომსახურებაზე ფასს თავად ბაზარი არეგულირებს და ამ ეტაპზე, ანაზღაურების ზრდა მიუღებელია.

„თუკი ტაქსები არსებობს, ამას ბაზარი არეგულირებს. თუკი ფასი არსებობს და გადასახადია, ადამიანები იხდიან, ტაქსები დადიან. თუ არ იქნება შესაბამისი ანაზღაურება, ვეღარც ივლიან. ე.ი. ჯერჯერობით ეს ბიზნესი, რაღაცნაირად თავს ართმევს. მეორეც, ეს უნდა იყოს რაღაც უფრო ინდივიდუალური გადაწყვტილებები, ალბათ, კომპანიების მხრიდან და არა საერთო სახელმწიფო გადაწყვტილება, რომ სახელმწიფომ უკარნახოს ტაქსის ფასების ზრდა. თუ მუნიციპალურ ტაქსებზეა საუბარი, ეს მათი უფლებაა, ფასი დააწესონ. ქვეყანაში ადამიანებს ძალიან უჭირთ და ასეთ გადაწყვეტილებებზე მეტი უნდა დავფიქრდეთ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები