თბილისის მერი ტაქსის მომსახურების ფასების შესაძლო ზრდაზე საუბრობს. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ტაქსით გადაადგილების საკითხი უნდა მოწესრიგდეს.
კალაძისვე თქმით, ტაქსების სერვისის გაუმჯობესების პარალელურად, მოწესრიგდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ვინც სარგებლობს ამ სერვისით მათი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, როგორც ავტომობილი, ასევე, მძღოლთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ბევრმა არ იცის თბილისის ქუჩები. ანუ იმ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, რა თქმა უდნა, ეს მიმართულება იქნება მოწესრიგებული, სერვისი იქნება ძალიან მაღალ დონეზე, თვითონ ტაქსის მძღოლების მხრიდან ავტომობილები იქნება მოწესრიგებული და ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვევს ფასების მატებას, თუმცა, პარალელურად, ჩვენ მუნიციპალიტეტი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.