93 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები მაისის თვეში უნდა გაიმართოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ვინ იქნება კანდიდატი, არ აკონკრეტებენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და სესიას არ დაესწრო.