19 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
დედაქალაქის მერი ტაქსომანად ჩამოყალიბდა - ლევან ხაბეიშვილი

„დედაქალაქის მერი ტაქსომანად ჩამოყალიბდა,“ - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძის განცხადებას ტაქსების მომსახურების ფასის ზრდასთან დაკავშირებით.

ხაბეიშვილმა კალაძე გააკრიტიკა დღეს გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც თბილისის მერმა არ გამორიცხა, რომ ტაქსით მგზავრობის საფასური შესაძლოა, გაიზარდოს.

„ფაქტობრივად, ჯერ მოვიდა და ტაქსისტებს ხარკი გადაახდევინა. მერე თქვა, რომ ყველა თეთრი ფერის უნდა იყოს, ახლა ამბობს, რომ ტაქსები უნდა გაძვირდესო, იმიტომ, რომ იაფია ევროპულ ტაქსებთან შედარებით. დედაქალაქის მერს ავიწყდება, რომ ევროპული პენსია არ აქვთ დედაქალაქის მცხოვრებლებს და ამაზე იზრუნოს ჯობია. ევროპული სოციალური დახმარება არ აქვთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ზოგადად, ევროპულად კი არა ყველაზე მაჩანჩალა ქვეყნის დარად ვცხოვრობთ ეკონომიკიდან გამომდინარე ჩვენს დედაქალაქში და ამაზე იფიქროს მერმა, სჯობია,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები