ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, დააკავონ. თავდაცვის ექსმინისტრს უკვე შეუთვალეს, რომ უნდა გააკეთოს არჩევანი ციხესა და დუმილს შორის. ოქრუაშვილმა კარტების გახსნა და მძიმე პოლიტიკური გაზაფხული დაანონსა. სკანდალური ამბების გახმაურებას ის დღეიდან დაიწყებს.
21:00 საათზე „შაბათის კურიერში“ ოქრუაშვილი მოყვება, რა გარიგებას სთავაზობდა ბუტა რობაქიძის მამა და რას პასუხობს ბრალდებებზე სოსო რობაქიძე. მან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ოქრუაშვილი დუელში გამოიწვია.
ასევე „შაბათის კურიერში“ ის ისაუბრებს მესიჯებზე, რომელსაც ოქრუაშვილს ივანიშვილის დავალებით უგზავნიდნენ.
რა უნდა ეთქვა „რუსთავი 2"-ის საქმეზე და როგორ უნდა ემოქმედა ოპოზიციის წინააღდეგ, ერთ საათში გასაჯაროვდება.
„ეს ყველაფერი, რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე, უკვალოდ არ ჩაივლის. მილიონ კაცს ის პროკურორთან ვერ წაიყვანს, იმ მილიონ კაცს, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.