ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს მძიმე პოლიტიკურ გაზაფხულს უანონსებს, სადაც ის პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი აქტიური ლიდერი იქნება. მოლაპარაკება ოპოზიციასთან უკვე დაწყებულია.
ჩვენ მას წავიყვანთ პროკურატურაში - ამბობს თავდაცვის ექსმინისტრი ექსპრემიერზე.
ყოფილი ხელისუფლების გავლენიან მაღალჩინოსანს უკვე შეუთვალეს, რომ თუ ჩუმად არ იქნება, შესაძლოა, დააკავონ. პროკურატურა ემზადება, რომ ყოფილი პროკურორს 14 წლის წინანდელი საქმე გაუხსენოს, 14 წლის წინ ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც პატრულის დაკავების ოპერაციის დროს ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა.
9 წლიანი დუმილი ირაკლი ოქრუაშვილმა პირველად „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში დაარღვია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 2009 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ ეტაპზე არ ასახელებს შუამავლის ვინაობას და თანხას, რომელსაც სოსო რობაქიძე მისგან სიჩუმის სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა ამბობს, რომ დაფარული ამბების გამჟღავნების დრო დგება და ის მოგვიანებით ყველაფერს იტყვის.
ირაკლი ოქრუაშვილის მძიმე ბრალდების მთავარი ადრესატი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ნამდვილ დუელში იწვევს - იარაღით, ტყვიებით და სასიკვდილო განაჩენით. სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს გასროლას პირდაპირ ეთერში სთავაზობს. ბუტა რობაქიძის მამა ადასტურებს, რომ ახალი საქმის მთავარი სამიზნე ახალა ირაკლი ოქრუაშვილია და ის დასაჭერების შავ სიაშია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეტევა პროკურატურის და სასამართლოს ხელით ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, ოქრუაშვილის დასასჯელად წამოიწყო.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, „რუსთავი 2"-ის საქმეზე მას ხელისუფლებისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ უარი ამ გარიგებაზე მმართველი გუნდის ლიდერთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად მისმა პოლიტიკურმა აქტიურობამ, განსაკუთრებით კი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერამ გააღიზიანა.