19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის საქმე - ირაკლი ოქრუაშვილს ბიძინა ივანიშვილმა გარიგება შესთავაზა

„რუსთავი 2“-ის საქმე - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა მას გარიგება შეთავაზეს, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი მიიღო.

ირაკლი ოქრუაშვილი ყვება, რომ ივანიშვილთან დაახლოებული „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები სთავაზობდნენ, რომ „რუსთავი 2“-ის თემაზე მათთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა. 

„გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციის ცვლილების მოთხოვნა და ამ პოზიციაში რა იგულისხმება, ამაზე დღეს არ ვილაპარაკებ, რის გამოც დაიძაბა ჩემი ურთიერთობა მათთან 2016 წლის შემდეგ. თუ მას უნდათ, რომ ასეთი სახის სანახაობა მიიღოს, ამ სანახაობას მიიღებს,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ უარი ამ გარიგებაზე, მმართველი გუნდის ლიდერთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„სანახაობა იქნება გაცილებით შთამბეჭდავი, სანახაობა იქნება ყველა კარტის გახსნით, თუ რას ითხოვდნენ მისი სახელით გარკვეული მაღალჩინოსნები ჩემგან მისი სახელით გარკვეულ საქმეებზე, თუ რას ითხოვდნენ მისი სახელით "რუსთავი 2"-ის საქმეზე, რაზეც უარი ვუთხარი,“ - ამბობს ოქრუაშვილი.

დღის ამბები