19 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელაია მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს

ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა მთავარ პროკურატურაში 4 საათი გაგრძელდა. ვინ და როგორ იძია შური ია კერზაიაზე, რომელმაც უარი განაცხადა წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართულიყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ - ბაჩანა შენგელია პასუხისმგებლობას განათლების მინისტრს და უწყების სამ თანამშრომელს აკისრებს. ამ ეტაპზე მისი მთავარი მოთხოვნა გამოძიების დაწყებაა.

შენგელია და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ პროკურატურას საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარუდგინეს იმისათვის, რომ საქმით გამოძიება დაინტერესდეს.

“მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, აქვთ მათ სამართლებრივი საფუძველი რომ დაიწყონ გამოძიება. შესაძლებელია, ძალიან მარტივად ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდეს დამნაშავეები და მიეცნენ პასუხისგებაში. რადგან გამოვცხადდით, გვაქვს გამოძიების იმედი,“-ამბობს ბაჩანა შენგელაია.

დღის ამბები