03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
იპოთეკარების და ე.წ. "ატსტუპნიკების" მორიგი აქცია თბილისის მერიასთან

იპოთეკარები და ე.წ. "ატსტუპნიკები" თბილისის მერიასთან დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მერიასთან მოწყობილი ხმაურიანი აქციიდან 10 დღის შემდეგ ისინი კვლავ დავით ნარმანიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ხმაურიანი შეძახილების მიუხედავად, მერიის დაცვის თანამშრომელებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ისინი შენობაში არც ამჯერად შეუშვეს.

აქციის მონაწილეები, გასული კვირის მსაგავსად, იმ საცხოვრებლებში დროებით შესახლებას ითხოვენ, რომლებიც მერისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. დავით ნარმანიას კი მთავრობასთან შუამდგომლობისკენ მოუწოდებენ.

აქციაზე იმყოფებოდა ის დაზარალებულიც, რომელსაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულების ბიურო საცხოვრებლიდან 23 მარტს ასახლებს.

 

დღის ამბები