19 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
კომიკური ეპიზოდი - პრემიერი საარჩევნო უბანზე ბიულეტინების ჩაყრის კადრებზე საუბრობს

პრემიერი, მამუკა ბახტაძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოკვეთილი დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიგი დარღვევები დაფიქსირდა, რაც საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლოს.  

პრემიერმა არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საუბრისას ოპონენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. ამის მაგალითად კი მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული კადრები დაასახელა, სადაც ჩანს, როგორ ყრიან საარჩევნო ყუთში ბიულეტინებს.

„როდესაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია შესაძლო დარღვევაზე, ეს უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება. თუმცა, რაც მე წავიკითხე, ერთ ასეთ კომიკურ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი, ერთ-ერთ უბანზე, ზუსტად არ მახსოვს, რომელ უბანზე იყო საუბარი, როდესაც ამბობდნენ, რომ ვითომ ბიულეტინები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტინი იყო დათვლილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ საქმე გვქონდა დეზინფორმაციასთან,“ - განაცხადა პრემიერმა.

ბიულეტინების ჩაყრასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა ასევე, ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კადრების გასვლის შემდეგ მან მიმართა პროკურატურას მოკვლევის დაწყების მიზნით. ამასთან დაკავშირებით კი პროკურატურამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ კადრების შესახებ გამოძიება დაუწყო.

დღის ამბები