03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
„ამ დოკუმენტის გაფორმებით უხეშად დაირღვა სუვერენული საქართველოს კონსტიტუცია,” - იანოშ ჰერმანი

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დღეს ევროკავშირისა და გაეროს ელჩებმა შეაფასეს. 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დოკუმენტის გაფორმებას სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებენ.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ შეთანხმება, რომელიც ორი დღის წინ გაფორმდა, ხაზს უსვამს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას ემსახურება.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია უცვლელია.

„ამ დოკუმენტს არანაირი კანონიერი ძალა არ გააჩნია. მისი გაფორმებით უხეშად დაირღვა სუვერენული საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, შეთანხმებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები,” - განაცხადა იანოშ ჰერმანიმ.

ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართვლოში ნილს სკოტი აცხადებს, რომ ამგვარი ხელშეკრულებები ხელს არ უწყობს ჟენევის დისკუსიებს.

„პირველ რიგში, გაეროს პოზიციაა, რომ ასეთი დოკუმენტების გაფორმება ხელს არ უწყობს იმ ადამიანთა პრობლემების მოგვარებას, რომლებიც კომფლიქტის გამო ზარალდებიან,” - განაცხადა ნილს სკოტიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები